ვალაგებ, მთელი ცხოვრება
მეგობრის, მეზობლის,
ახლობლის ცხოვრებას.
ვალაგებ ფიქრებს, აზრებს
ტანსაცმელს, წიგნებს,
საკუთარ კარადას, ყოველდღე...
ვალგებ მოსწავლის, გამვლელის
ნაცნობის, უცნობის,
მოსმენილს, გაგონილ ცხოვრებას.
ვალაგებ საცვლებს, წინდებს
ახალს თუ ნახმარს.
ვალაგებ ფიქრებს
ზოგს ჩუმად ვმარხავ...
ვალაგებ ჩუმად
ნელა თუ ჩქარა,
ვალაგებ იმას, რაც არც კი მკმარა.
ვალაგებ ოთახს
არეულს აშლილს
ვალაგებ დღისით
ღამით წყვდიადში
თავი მაგონებს დაღლილ მთვარეულს.
ვალაგებ, ვურევ
ვაწყობ და ვკეცავ
წლებს შორს გაფრენილს
უთქმელს და მძიმეს
წარსულის ფიქრში
მომავლის ხედვით,
აწმყოზე ფიქრით ვილაგებ ფერხთით.
ვალაგებ მუდამ, ვერ ვხვდები რატომ
ან ვინ არია რასაც ვალაგებ,
რაც თავი მახსოვს მუდამ ვცდილობ და
ჩემი ცხოვრება ვერ დავალაგე.
01.06. 2024
.webp)
No comments:
Post a Comment