განათლება

Friday, 30 January 2026

ღალატის ფსიქოლოგია

 

  

საზოგადოებაში ხშირად ისმის ოჯახური ღალატის შესახებ არაერთგვაროვანი შეფასებები. ძირითადად განიხილავენ მოღალატე ქალის “მორალს” და ნაკლებად კიცხავენ მამაკაცის მსგავს ქცევას. შესაბამისად მოზარდები ბავშვობიდანვე ახდენენ “ქცევის სტანდარტიზებას”, რაც გარკვეულწილად სტერეოტიპულ შეხედულებას აყალიბებს და გავლენას ახდენს ზრდასრული ადამიანის ტვინზე.

და მაინც როგორია ღალატის ფსიქოლოგია? რას ფიქრობდა და წერდა ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოს უზარმაზარი ფსიქოანალიტიკოსები და მკვლევარები?

 ღალატის ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის მარტივად ანალიზი და დიაგნოსტირება წარმოუდგენელია. იგი იკვლევს პროვოცირების ეტაპებს და მოტივებს, დინამიკასა და შედეებს, რაც ადამიანების ერთმანეთისადმი ერთგულების დარღვევას თან ახლავს. ღალატის თემა ყველა ურთიერთობაში მნიშვნელოვანია თუმცა განსაკუთრებით აქტუალურია რომანტიკურ ურთიერთობებში,მაგრამ ეს არ გაიმ ინდივიდუალურ თავისებურებას,, რომ გაცილებით მტკივნეული შეიძლება იყოს როცა საქმე ეხება მეგობრობას, საქმესა და სხვა სოციალური ურთიერთობებსაც.

ღალატის ფსიქოლოგიაში არაერთი ასპექტია გასათვალისწინებელი. ზოგადად განვიხილოთ რამდენიმე ასპექტი, რაც ქმნის ღალატის მოტივებს.

 

·       ემოციური არასტაბილურობა - წყვილს შორის ხშირად იწყება ურთიერთობის დეფიციტი, რაც ერთმანეთისადმი ნაკლებ სითბოს გამოხატვაში ვლინდება. ამასთანავე წყვილების უმეტესობა თვლის, რომ ქორწინების ან სტაბილური სექსუალური ურთიერთობის შემდეგ მნიშვნელოვანი არ არის აქტიური სექსუალური თანაცხოვრება.

·       ბავშვობაში ან წარსულში მიღებული ტრამვები - ხშირად ოჯახში ბავშვები განიცდია ძალადობის სხვადასხვა ფორმას. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური. ოჯახური თანაცხოვრების არასტაბილურობა დიდ ზიანს აყენებს მოზარდის ფსიქოლოგიას, რაც ზრდასრულობის პერიოდში სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს.

·       დაბალი თვითშეფასება - ყველაფერი გაცილებით ადრე იწყება ვიდრე წარმოგვიდგენია. ბავშვობაში განცდილი წარუმატებელი ნებისმიერი მცდელობა, რომელსაც თან ახლავს ზრდასრული ადამიანის უკუკავშირი, “არ გამოგივა” “არ შეგიძლია” “როგორი შეუმდგარი ადამიანი ხარ” და ა.შ მოზარდს უყალიბებს დაბალ თვითშეფასებას და იძლევა იმის განცდას რომ დამოუკიდებლად არ შეუძლია თავი გაართვას რაიმეს. ღალატის შემთხვევაში კი თითქოს ეს პროცესი თვითდამტკიცების საშუალებად ყალიბდება.

·       მოწყენილობა/სიახლის შემოტანა - წყვილები ხშირად ერთმანეთში ვერ ახდენენ თავიანთი ფანტაზიის რეალიზებას. სექსუალური ფანტაზიები კი იმდენად მდიდარია მისი შემოტანა თანაცხოვრებაში ხშირ შემთხვევაში “უხერხულ სიტუაციას” ქმნის ერთ-ერთის მხრიდან.  შესაბამისად ფანტაზიები “იდუმალ განხორციელების გზებს” ეძებს და რეალიზების სხვა ფორმის შემოტანა იწყება.

·       შურისძიება - წარსულში განცდილი იმედგაცრუება, პარტნიორის გულგრილობა, ბრაზი, წყენა  ან ტკივილი ხშირად აპროვოცირებს საპასუხო უკუკავშირს, რაც ღალატით შეიძლება გამოვლინდეს.

 

ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ რომ ნებისმიერი მოტივი საბოლოოდ ფორმირდება ქმედებად, რაც ვლინდება რეალური შედეგით.  ღალატის ნებისმიერი ფორმა შეიძლება ტიპოლოგიურად განვსაზღვროთ და დავასათაუროთ. მაგალითად;

 

·       ემოციური ღალატი - როდესაც ადამიანი ემოციურ, ფსიქოლოგიურ სტაბილურობას სხვასთან პოულობს, სხვას უკავშირდება და ასე ცდილობს იპოვოს თავშესაფარი, რაც მას შვებას ჰგვრის.

·       ფიზიკური ღალატი - სექსუალური ლტოლვა, დაუოკებელი კავშირის ძიება, პარტნიორის ყოლა ზემოთხსენებული “ფანტაზიების განსახორციელებლად”.

·       ონლაინ ღალატი - თანამედროვე სამყაროში სოციალური ქსელი უნებლიე ღალატის საფუძვლად იქცა. მესიჯებით, ვიდეოებით ან ვირტუალური სექსით შემოიფარგლება. ამ ყველაფერს ადამიანების უმრავლესობა არ მიიჩნევს ღალატად რადგან, ფიზიკური ღალატი მიიჩნევა მათთვის ღალატის ფორმად.

თუ ამ პრინციპით მივუდგებით ღალატის არაერთი ფორმა შეიძლება გამოიკვეთოს. ზოგიერთი თვლის, რომ ღალატია როცა მეგობრის ამბავს სხვა მეგობარს მოუყვები, ზოგიერთისთვის სულაც ტყუილი ნებისმიერი ფორმით ღალატის ფორმად მიიჩნევა. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რამდენს და რა ფორმის დავასახელებთ, ნებისმიერი ქმედება ტოვებს ღრმა ფსიქოლოგიურ შედეგს.

          “ღალატის პრაქტიკის” შემდეგ ადამიანი იწყებს ფიქრს და აანალიზებს საკუთარ ქმედებას. იწყება შოკური მდგომარეობა (ეს როგორ გავაკეთე? ეს მე არ უნდა დამმართოდა?) იმედგაცრუება და სიბრაზე (იდიოტი ვარ, ეს შეცდომა იყო, რომელსაც ვერ გამოვასწორებ) თვითშეფასება კიდევ უფრო დაბლა იწევს (რა ცუდი ადამიანი ვარ, არაფერს არ ვიმსახურებ) შფოთვა და დეპრესია (რა მეშველება, არაფერი აღარ მინდა, ამას ვერ გამოვასწორებ, დასრულდა ყველაფერი)  იწყება ნდობის რღვევა მომავალ ურთიერთობებში, რაც არამარტო პარტნიორთან არამედ ახალი ურთიერთობების შემთხვევაშიც. აი სწორედ ამ დროს იწყება “ორმაგი ცხოვრება”, შფოთი და სტრესი, რაც გაიძულებს კარგად შეინიღბო და მუდმივ დაძაბულობაში გაატარო ცხოვრება. ღალატი ხშირად არ არის პრობლემა თავად - ის შედეგია უფრო ღრმა, მოუგვარებელი პრობლემებისა ურთიერთობაში ან პიროვნულ დონეზე.

          ღალატის ფსიქოლოგია, როგორც ცალკე მიმართულება არ არის სიღრმისეულად შესწავლილი. პერიოდულად არაერთი სექსოლოგი თუ მკვლევარი თავის ნაშრომებში ირიბად თუ პირდაპირ აღსენებს ურთიერთობებში წარმოქმნილ პრობლემებს, რომელიც ადამიანებს ტყუილსა და ღალატისკენ უბიძგებს. ფსიქოლოგიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ზიგმუნდ ფროიდი თავის თეორიებში ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში სექსუალური დაძაბულობა და ქვეცნობიერის სურვილები ქმნის სექსუალურ პრობლემებს ურთიერთობებში.  ფროიდისთვის სექსუალური ენერგია, რომელსაც ლიბიდოს ეძახდა, არის ადამიანის ფსიქიკური მოქმედების ძირითადი წყარო. ლიბიდო იწყებს მუშაობას ადრეულ ბავშვობაშივე და ის გავლენას ახდენს მოზარდობაზე. ფროიდმა ჩამოაყალიბა ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიები: ორალური, ანალური, ფალიკური, ლატენტური და გენიტალური. თითოეულს თან ახლავს კონკრეტული დაძაბულობა და სურვილები. თუ ინდივიდს არ "გადაუხარშავს" კონკრეტული სტადია, ეს დაძაბულობა ჩაიბეჭდება ქვეცნობიერში და შეიძლება გამოიხატოს ნევროზით, შფოთვით ან სიმპტომებით. ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოლოგი ჯონ ბოულბი, რომელიც ცნობილია მიჯაჭვულობის თეორიის ავტორობით, მისი ნაშრომში ამბობს, რომ  ბავშვობის პერიოდში ემოციური კავშირის მნიშვნელობა დიდ გავლენას ახდენს ფსიქოლოგიაზე. ფროიდისეული ხედვა სექსუალური დაძაბულობის და ქვეცნობიერი სურვილების გამოხატვის  შესახებ ბოულბის მიკაჭვულობის თეორიაში ღალატის  პროვოცირებას ახდენს. ამას ემატება კოგნიტური დისონანსი ადამიანის გონებაში, იწყება ღალატის დასაბუთება და ადამიანი ცდილობს შეინარჩუნოს დადებითი წარმოდგენა საკუთარ თავზე. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ წყვილების გარკვეული ნაწილი თანახმაა ღალატით გამოწვეული ტკივილი დაბალანსდეს ფსიქოთერაპიის/წყვილების თერაპიითა და ემოციური კომუნიკაციის გაუმჯობესების ხარჯზე. არსებობს მოსაზრება, რომ პიროვნული განვითარება და თვითშეფასების აღდგენა შესაძლებელია თუ ადამიანი დროულად მიიღებს დარჩენის ან დაშორების გადაწყვეტილებას. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ორმაგი სტანდარტით მოუწევს გააგრძელოს ცხოვრება.

          ფროიდისეული ხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ ღალატი განპირობებულია ქვეცნობიერი სურვილებით, სექსუალური ინსტიქტებით და შინაგანი კონფლიქტებით. როგორც ფროიდი განმარტავს ზემოთ ჩამოთვლილი მაპროვიცირებელი ფაქტორები ხშირად დაუკმაყოფილებებლია სოციალური მორალისა და სუპერეგოს (ზნეობრივი წესების) მიხედვით. ფროიდი მიიჩნევდა, რომ ფროიდის თეორიაში ადამიანის მოქმედებების მთავარი  მამოძრავებელი ძალაა ლიბიდო - სექსუალური ენერგია.
როცა ეს ენერგია ვერ პოულობს გამოხატვას (მაგ. ურთიერთობაში დათრგუნულია), ის გადამისამართდება სხვა ობიექტზე - შესაძლოა, ღალატიც სწორედ ასე დაიწყოს, ანუ მოხდეს ფიქრების/გეგმის გაჩენა გონებაში, რომელიც მოქმედებისკენ გიბიძგებს. შემდეგი ეტაპი შეიძლება გახდეს იდი - (ეგო-სუპერეგო) - პრიმიტიული, ინსტინქტური ნაწილი: „მინდა სიამოვნება!“, რომელიც არსებული სურვილების თვითდაკმაყოფილებისკენ გიბიძგებს. ეგო აქტიური ხდება და იწყებს ფიქრს, „როგორ მივაღწიო ამას?“ პარალელურად შესაძლოა გაჩნდეს ზნეობრივი შეზღუდვები „ეს არასწორია“  და სუპერეგომ რომელიც მორალურ შეზღუდვებს აწესებს დაუპირისპირდეს ეგოს, რომელიც რეალობასთან მორგებული ნაწილია. თუ აღნიშნულ ლოგიკას მივყვებით გამოდის, რომ ღალატი შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა იდის სექსუალური სურვილები ჭარბობს სუპერეგოს მორალურ შეზღუდვებზე და ეგო ცდილობს მათ დაბალანსებას.

ფროიდს შემოაქვს ასეთი განმარტება „დატყვევებული სურვილები და ქვეცნობიერი“ და იქვე განმარტავს, რომ ხშირად ადამიანმა შეიძლება თვითონაც არ იცოდეს, რატომ ღალატობს. მისი შეხედულებით ეს შეიძლება  იყოს:

ü ბავშვობის დროინდელი სურვილების, ტკივილის ან კონფლიქტების ქვეცნობიერი მოქმედება.

ü არაცნობიერი პროტესტი არსებული ურთიერთობის მიმართ.

ü დაუკმაყოფილებელი ედიფური კომპლექსი (სურვილი მშობლის მიმართ, რომელიც გადადის სხვა ობიექტებზე).

ფროიდის ხედვა ხშირად კრიტიკულად განიხილება თანამედროვე ფსიქოლოგიაში, თუმცა მისმა იდეებმა: მიანიშნა იმაზე, რომ ღალატი მხოლოდ ქცევა კი არა, ღრმა ფსიქიკური პროცესების გამოვლენაც შეიძლება იყოს. ამასთანავე დააფუძნა იდეა, რომ არაცნობიერი გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე.

აი კიდევ ერთი მაგალითი;

არსებობს ადამიანი, რომლესაც მორალურად სწამს ერთგულება, ოჯახური სიწმინდე, თუმცა მაინც ღალატობს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გახდეს ამის საფუძველი?

1.    წყვილების უმეტესობას საწყის ეტაპზე, დაოჯახებამდე ან თანაცხოვრების პროცესის პირველ ფაზაზე აქვთ ერთმანეთისადმი დიდი ლტოლვა, ვნება და სექსიც შესაბამისად ემოციური ბმაზე მეტად დამოკიდებულია ვნებების დაკმაყოფილებაზე, თუმცა ეს ბოლომდე არ გამორიცხავს ემოციურ კავშირებსაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩნდება სხვა სექსუალური სურვილები ქვეცნობიერში, რომლის დაკმაყოფილებას წყვილიდან ერთ-ერთი ვერ ახერხებსა ან სულაც ვერ ეუბნება პარტნიორს.  ეს სურვილები მას შესაძლოა არც ბავშვობაში ჰქონდა გამოხატული, თუმცა ახლა გარე ფაქტორებმა, ან მრავაფეროვნების შემოტანის სურვილმა გააჩინა.

2.    გასაგებია, რომ პიროვნების სუპერეგოს მორალი (მაგ. ოჯახური ღირებულებები) ძალიან ძლიერია, თუმცა ლიბიდო იმდენად ძლიერია, რომ მისი დახშობა თითქმის შეუძლებელი ხდება. ერთ-ერთი ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ ლიბიდოს შესაბამისად უპასუხოს.

3.    თუ აქამდე მივედით მაშინ იწყება შემდეგი ნაბიჯები როდესაც მოქმედებაშ ერთვება ეგო, რომელიც  ცდილობს კომპრომისს - ღალატი ხდება ჩუმად, ისე, რომ ამის შესახებ თითქმის საკუთარ თავსაც არ უმხელს, რადგან ეშინია არ დაინგრეს ყველაფერი, არ დაკარგოს ის, რაც აქვს  მაგრამ გამოდის რომ  კმაყოფილება მაინც მიიღო, ლიბიდოს შესაბამისად უპასუხა.


შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ იუნგი თავის თეორიაში საუბრობს „ღალატი, როგორც ჩრდილის გამოფენა“ - ის შესახებ. მისი მოსაზრებით ადამიანი შედგება ცნობიერი პიროვნებისგან და არაცნობიერი ნაწილებისგან - მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია „ჩრდილი" - ჩვენი ის მხარე, რომელიც არ მოგვწონს, ვგდებთ ან ვმალავთ. ის ამბობდა, რომ „ყველაფერი, რასაც სხვაში ვკიცხავთ, შესაძლოა ჩვენი ჩრდილის ნაწილია“. იუნგმა გაავითარა ანალიტიკური სკოლის კონცეფცია, რომელიც გარკვეულწილად განსხვავდებოდა ფროიდის ფსიქოანალიზისგან. მან მნიშვნელოვნად დააკნინა სექსუალური ლიბიდოს როლი და შეუშვა იდეა კოლექტიური უგაცნობიერისა (არაცნობიერების) - გენეტიკურად მემკვიდრეობითი ქვეცნობიერი, რომელიც საერთო იდის, არქეტიპებისა და სიმბოლოების სახით არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ იუნგი ფროიდის მოწაფე და მეგობარი იყო, ისინი ვერ თანხმდებოდნენ ლიბიდოს როლსა და უგაცნობიერის ბუნების თეორიების შესახებ. იუნგის სისტემის ცენტრში დგას ინდივიდუაციის ღირებული გზა -  საკუთარი არაცნობიერის ელემენტების ცნობიერებაში და ინტეგრაცია, რასაც სრულად განვითარებული თვითმყოფადობისკენ მივყავართ. ფროიდი თვლიდა, რომ უგაცნობიერში იმალება სექსუალური და აგრესიული სურვილები, რომლებიც ცნობიერში გამოღწევას ცდილობენ. იუნგი კი ფიქრობდა, რომ უგაცნობიერი ბევრად უფრო მდიდარია და მასში არსებობს კოლექტიური უგაცნობიერიც - ანუ გამოცდილება, რომელიც ყველა ადამიანში საერთო გენეტიკურადაა.

და მაინც აუცილებელია განვიხილოთ როდის ხდება ღალატი? იუნგის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. პირველი და მნიშვნელოვანია “ჩრდილთან კონფლიქტი” ღალატი ხშირად ხდება მაშინ, როცა ადამიანი თრგუნავს საკუთარ შინაგან სურვილებს (სექსუალური, თავისუფლებისკენ, თავგადასავლებისკენ), მაგრამ ეს სურვილები მაინც გამოვლენ და ქცევად იქცევიან. არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანს აქვს პერსონის და ავთენტურობის კონფლიქტი. ამ შემთხვევაზე იუნგი ამბობს, რომ ადამიანი საზოგადოებაში ატარებს "ნიღაბს" - პერსონას. ღალატი შეიძლება იყოს იმავდროულად ნიღბის მოცილება და რეალურად თავის პოვნის - ინტუიციური ან ველური მხარის - თვითგამოხატვა. მისივე თქმით   ქალის ქვეცნობიერში ცხოვრობს მამაკაცის არქეტიპი - ანიმუსი; მამაკაცში კი - ქალის არქეტიპი ანიმა (სული). ღალატი შესაძლოა ქვეცნობიერად მიმართული იყოს იმ ადამიანისკენ, ვინც იწვევს ამ შინაგანი არქეტიპის გააქტიურებას - ე.ი. არ არის უბრალოდ ფიზიკური ლტოლვა, არამედ სიმბოლური სულიერი მიზიდულობა.

ერიხ ფრომი თავის თეორიაში “ღალატი, როგორც სიყვარულის ნაკლებობა”, სიყვარულს ხედავდა, როგორცა აქტიურ ძალას, რომელიც მუდმივად მოითხოვს;  ზრუნვას, პასუხისმგებლობას, პატივისცემასა და ცოდნას. მისი აზრით, ჭეშმარიტი სიყვარული ნიშნავს შეუწყობელ, ღრმა ერთობას, რომელიც მაინც ინარჩუნებს თავისუფლებას.

          ფრომის ფიქრობს, რომ ბევრს არ ესმის სიყვარულის არსი. ისინი ფიქრობენ, რომ სიყვარული არის ვნება ან ვინმეს დასაკუთრება. ამ შემთხვევაში ღალატი ხდება იმიტომ, რომ ადამიანი „ვნებას ეძებს“, მაგრამ რეალურად სიყვარულის უნარი არ აქვს განვითარებული. იგი ფიქრობს, რომ ადამიანი მოწყვეტილია საკუთარ თავს, ამ დროს ის ვერ იქნება სხვისი ერთგული და ღალატიც  ხშირად გამოწვეულია სიღრმისეული შინაგანი სიცარიელით, რომელიც დროებით ავსება სხვა ადამიანით. ფრომი ამბობდა, რომ თანამედროვე საზოგადოება ხშირად „საყვარელს“ ისე ირჩევს, როგორც პროდუქტს ბაზარზე. ღალატი მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი ცდილობს საკუთარი ღირებულების განმტკიცებას მეტ პარტნიორთან „მიღწევით“, როგორც კონკურენტულ გამარჯვებას, თითქოს საკუთარ თავს “რაღაც” დაუმტკიცა.

შეგვიძლია განვიხილოთ ღრმად ფსიქოლოგიური შემთხვევა, როდესაც ზრდასრული მამაკაცი, რომელიც ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში ღალატობს ცოლს თავისივე სქესის ადამიანთან. ეს შემთხვევა მრავალწახნაგოვანია და მისი ანალიზი სხვადასხვა ფსიქოანალიტიკური ხედვით გვაძლევს ფაქიზ და ღირებულ ინტერპრეტაციებს.

ფროიდის თეორიით, ადამიანი ხშირად თრგუნავს იმპულსებს, რომლებიც „გაუცნობიერებლად მიუღებელია“ მისთვის (მაგ. ჰომოსექსუალური ლტოლვა). თუ ჰომოსექსუალური ლტოლვა ბავშვობიდანვე არსებობს, მაგრამ სოციალურად მიუღებლად ითვლება, ის ქვეცნობიერში იკავებს ადგილს - დათრგუნული ფორმით. ამ შემთხვევაში, ცოლის ღალატი მამაკაცთან შესაძლოა იყოს გაუცნობიერებელი ლტოლვის რეალიზაცია. ქორწინება ხშირად ხდება როგორც „ნორმალურობის ნიღაბი“, ხოლო ღალატი -  ჩუმი დაბრუნება ლტოლვასთან. ეგო და სუპერეგო ვერ ახერხებენ იმპულსების სრულ კონტროლს და ისინი ქცევაში გადმოდის.

იუნგისთვის ჰომოსექსუალური ღალატი შეიძლება იყოს „ჩრდილის აქტივაცია“ - პიროვნების ის მხარე, რომელიც არ არის მიღებული, მაგრამ მძლავრად მოქმედებს. შესაძლოა ეს ადამიანი მთელი ცხოვრება ინსტინქტურად ცდილობდა ჩრდილის დამალვას, მაგრამ ბოლოს ის მაინც გამოვლინდა. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მამაკაცში ანიმას გადამეტებული იდენტიფიკაცია: შიდა „ქალური ბუნების“ აღრევა გარესამყაროში.

 თუ იუნგიდ ხედვას დავეყრდნობით ღალატი არ არის უბრალოდ ვნება - ეს არის ძალა შინაგანი სიმართლისკენ, რომელიც პიროვნებას უბიძგებს ავთენტურობისკენ.

ფრომისთვის ეს შეიძლება იყოს „სიყვარულის უნარის არასწორად გაგება“ - ადამიანი ვერ ქმნის ღრმა ემოციურ კავშირს ცოლთან, რადგან: თვითონ ვერ მიაღწია შინაგან სიმშვიდეს ან არ იცის, ვინ არის ის სინამდვილეში. ფრომი ამას აღიქვამდა ასე: ღალატი ჰომოსექსუალურ პარტნიორთან შესაძლოა თავისუფლების ძიება იყოს, არა ლტოლვა კონკრეტულად ერთი ადამიანისადმი. ან -  პირიქით, ნამდვილი სულიერი სიყვარულის ძიება, რომელიც მხოლოდ ახლა ხდება შესაძლებელი.

ბავშვობა და მოზარდობა საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი პერიოდია. თუ ბავშვობაში მამაკაცს ჰქონდა არაპროგნოზირებადი ან საშიში ემოციური კავშირები (განსაკუთრებით მამასთან), შესაძლებელია: ჰეტეროსექსუალური ქორწინება იყოს სტაბილურობის შენარჩუნების მცდელობა, ხოლო ჰომოსექსუალური ურთიერთობა - არაცნობიერად დაკავშირებული მამის ფიგურასთან, ან დაკარგული მზრუნველობის კომპენსაცია. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და განსაკუთრებულ დაკვირვება/ შესწავლას მოითხოვს.

ზოგიერთი მამაკაცი ამბობს, რომ მე არ ვარ გეი მაგრამ მოვწონვარ ან ვუყვარვარ მამაკაცს. ამ სიტუაციაში დისონანსი ძლიერია “მე ჰეტეროსექსუალი ვარ და პატივს ვცემ ოჯახს” ან მეორე შემთხვევა, “მე მქონია სექსუალური კავშირი სხვა პარტნიორთან და ვუღალატე ცოლს”, ასეთ როს ადამიანი:  ამართლებს ქცევას როგორც „უბრალოდ ფიზიკური ცნობისმოყვარეობა ან უარყოფს გრძნობას მთლიანად, ან იტყვის: „ეს ცოლთან ურთიერთობის კრიზისის ბრალია და არა ჩემი სექსუალობის“.

თუ აღნიშნულ სიტუაციას შევაჯამებთ ღალატის ახსნა ფროიდისეულად, ქვეცნობიერად დათრგუნული ლტოვლის გამოვლინებაა. იუნგისეულად ჩრდილის ინტეგრაცია და შინაგანი ბუნების გამოვლენა,  ფრომისეულად არასწორი სიყვარული და პიროვნული ავტონომიის დაკარგვა, ბოულბისეულად არასტაბილური აფსყნობა, რომელიც ქაოტურ ინტიმურ კავშირებში ვლინდება, კოგნიტური დისონანსის მიხედვით კი შინაგანი წინააღმდეგობის დაბალანსების მცდელობა

ზიგმუნდ ფროიდის აზრით ლიბიდოს, ქვეცნობიერი სურვილების და ეგოს კონფლიქტი ბუნებრივი პროცესია ფროიდისთვის ღალატი ხშირად არის ლიბიდოს (სექსუალური ენერგიის) უკმარისობისა და ჩახშობილი იმპულსების გამონატყორცნი. თუ ცოლთან სექსუალური ურთიერთობა მონოტონურია ან ემოციურად ცარიელია, ქვეცნობიერი ლტოლვა სხვა ქალისკენ გადამისამართდება. ეგო ცდილობს დააბალანსოს სექსუალური სურვილები და მორალური შეზღუდვები (სუპერეგო), მაგრამ ბოლოს იგი იმარჯვებს -  რაც იწვევს ღალატს.  ფროიდის ხედვით  „ის არ არის ცუდი ადამიანი - მას უბრალოდ ლტოლვა აკონტროლებს, რომელიც ვეღარ ითმენს ჩახშობას.“

კარლ იუნგის მიხედვით ღალატი უფრო მეტად პიროვნების დაუბალანსებელი განვითარების შედეგია. შინაგან მდგომარეობას თან ახლავს ჩრდილები, ავთენტურობა და განუვითარებელი ნაწილები. ჩრდილი ეს აკრძალული სურვილებია, რომელსაც თან სდევს ველური ვნება, რომელიც ღალატში ვლინდება. ხშირ შემთხვევაში ცოლი ასოცირდება სტაბილურობასთან, დედობრივობის არქეტიპთან, ხოლო საყვარელი -  თავისუფლებასთან, ვნებასთან, დაუდევრობასთან. ღალატის დროს  ხდება „დაბრუნება ჩრდილში“ - იმ მხარეში, რომელიც ცოლთან ურთიერთობაში დავიწყებულია. იუნგი თვლის, რომ „მან თავის თავს უღალატა მანამ, სანამ ცოლს უღალატებდა.“

ერიხ ფრომი სიტუაციას განსხვავებულად აფასებს. ის თვლის რომ არსებობს სიყვარულის უნარის დეფიციტი და ეგოისტური საჭიროებები მისი აზრით, ნამდვილი სიყვარული მოითხოვს: ზრუნვას, პატივისცემას,მზადყოფნას. ღალატი იმ შემთხვევაში ხდება, როცა: ადამიანი არ იცნობს საკუთარ თავს, სიყვარულს აღიქვამს როგორც მიღებას და  არა როგორც გაცემას, ან ვერ ქმნის ღრმა ემოციურ ერთობას. ამ შემთხვევაში ღალატი აქ არის საკუთარი სიცარიელის დროებითი ამოვსება - ვნებით, სიახლით ან დაკმაყოფილების ილუზიით, „ის სხვა ქალთან სიყვარულს კი არა, საკუთარ დაკარგულ მეს ეძებს.“

 

და მაინც,  როდის იწყებს ადამიანის ტვინი ღალატის "მიმღებლობას" ანუ როდის იბადება შიდა ფსიქოლოგიური მზაობა ღალატისთვის.

ეს ფსიქოლოგიური და ნეირობიოლოგიური პროცესების თანხვედრის შედეგია, რომელიც ხანგრძლივად, უმეტესად არაცნობიერად ყალიბდება და ბოლოს ქცევაში აისახება.

1. შინაგანი დაუკმაყოფილებლობის ეტაპი (ემოციური, სექსუალური ან პიროვნული)

როცა ადამიანი მუდმივად განიცდის:

ü უყურადღებობას

ü დაუფასებლობას

ü სურვილების ჩავარდნას

ტვინში ჩნდება “საფრთხის/დეფიციტის“ სიგნალი (ლიმბური სისტემა), რაც ზრდის დოპამინის (სიამოვნების მოლოდინის ჰორმონი) მოთხოვნას.

შედეგად ადამიანი იწყებს სიახლის, ემოციური ან სექსუალური სტიმულაციის არაცნობიერ ძიებას.

 

2. დოპამინის სისტემის გააქტიურება

ü  დოპამინი არის ტვინის სიამოვნების ნეიროტრანსმიტერი.

ü  სიახლის, რისკისა და აკრძალულის მოლოდინში (საყვარელი ადამიანის გამოჩენა, ფლირტი)  დოპამინის დონე იწევს.

შედეგად ტვინი „ისწრაფვის“ იმდაგვარ სიამოვნებაზე, რასაც ღალატი (ან ფანტაზია ღალატზე) ჰპირდება.

 

3. ღირებულებებთან ინტერნალი კონფლიქტი

ü  ყველაფერი ასე შეიძლება დაიწყოს:

          „მინდა სიამოვნება“ „მაგრამ ეს ცუდია“

ü  თუ ადამიანი ფსიქოლოგიურად განიცდის უკმაყოფილებას და ნელ-ნელა კარგავს ემოციურ კავშირს პარტნიორთან, სუპერეგოს მორალური კონტროლი ირღვევა. ამ დროს იწყება შიდა დიალოგი: „არამგონია ეს ღალატი იყოს - უბრალოდ ვსაუბრობ.“
„უბრალოდ თავს კარგად ვგრძნობ მის გვერდით.“
„არავის ვატყუებ, უბრალოდ ცდუნება იყო...“

 

4. განმტკიცების ეტაპი  - პირველი ემოციური ან ფიზიკური შეხება

ü  როცა ტვინი ერთხელ გამოცდის აკრძალული სიამოვნების გემოს (ემოციური ფლირტი, სიახლოვე, მიმოწერა ან ფიზიკური კავშირი) - დოფამინი გამოდის "რეალურად". შედეგად ტვინი იმახსოვრებს ამ გზას, როგორც „მარტივ გამოსავალს უკმაყოფილებისგან“, რაც ზრდის განმეორების ალბათობას.

 დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რო ღალატი არ იწყება იმ მომენტში, როცა ადამიანი სხვისკენ მიდის -  ის იწყება მაშინ, როცა მისი ტვინი იწყებს ალტერნატიული კავშირის გონივრულ ან ემოციურად გამართლებულ ვარიანტად აღქმას.

ფსიქოლოგია, ბიოლოგია და კულტურა ერთად ქმნიან ამ მოტივაციის რთულ ქსელს. მოდი, გავყოფოთ ეს ფაქტორებად, რაც მამაკაცის ტვინს სტიმულს აძლევს სხვასთან სექსუალური კავშირის სურვილისკენ.


1.   ბიოლოგიური და ჰორმონული ფაქტორები

ტესტოსტერონის დონე

  • მაღალი ტესტოსტერონი - ზრდის ლიბიდოს, რისკის აღების სურვილს და სექსუალურ ინტერესს.
  • ტვინი სწრაფად რეაგირებს ვიზუალურ ან ქიმიურ სტიმულებზე (მაგ., სურნელზე).

სიახლისკენ ლტოლვა

  • ევოლუციურად მამაკაცის ტვინი „დაინტერესებულია“ მრავალჯერადი პარტნიორობით - ახალი ქალი - ახალი სტიმული - დოფამინის გააქტიურება.
  • იგივე ქალი (თუნდაც საყვარელი ცოლი) დროთა განმავლობაში ტვინისთვის „შეჩვეულ სტიმულად“ იქცევა.

 

2.   ნეიროქიმიური მექანიზმები

 დოფამინი - სიამოვნების ჰორმონი

  • ახალი ურთიერთობის მოლოდინი იწვევს დოფამინის გაძევებას: ენერგია, აგზნება, მოტივაცია.
  • ტვინი „აჯილდოებს“ რისკიან ქცევას სექსუალური სიამოვნების დაპირებისთვის.

ოქსიტოცინის ნაკლებობა

  • ცოლთან/პარტნიორთან ემოციური დისტანცია ან კონფლიქტი ამცირებს ოქსიტოცინს (კავშირის ჰორმონი).
  • ნაკლები ემოციური ბმა - მეტად შესაძლებელი ღალატი.

 

3.   ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორები

თვითშეფასების გასაძლიერებლად

  • მამაკაცი, რომელიც თავს დაუფასებლად, მექანიკურად ან უჩინრად გრძნობს ოჯახში, ცდილობს აღიარების მიღებას სხვა ქალისგან.
  • ახალი ქალის ყურადღება -„კიდევ ვარ სასურველი“ - ლტოლვა.

მოწყენილობა და რუტინა

  • ურთიერთობაში სტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური უძრაობა.
  • ტვინი „ახლის“ მოლოდინში რეაგირებს ფლირტზე ან ცდუნებაზე.

 

ემოციური აცდენა ცოლთან

  • როცა მამაკაცს არ ესმის ან არ ესმის მას ცოლი - იზრდება კომუნიკაციის დეფიციტი, რომელსაც ტვინი გარე ემოციური კავშირის ძიებით ავსებს.

 

4.   პიროვნული მახასიათებლები და მორალური სტრუქტურა

იმპულსურობა და ცუდი ემოციური რეგულაცია

  • ზოგი მამაკაცი უფრო მიდრეკილია მყისიერი სიამოვნებისთვის მსხვერპლის გაღებისკენ.
  • ცუდად არეგულირებს ცდუნებას - ანუ არ არის არა ერთგული, არამედ სუსტი თვითკონტროლის თვალსაზრისით.

არასაკმარისად ჩამოყალიბებული ღირებულებები

  • ღალატს არ აღიქვამს როგორც მორალურად სერიოზულ დარღვევას.
  • „რაც არ იცის, არ აწყენინებს“ - მენტალიტეტი.

 

5.   სოციალური და კულტურული ფაქტორები

საზოგადოებრივი ნორმები

  • გარემოში, სადაც ღალატი დასაშვებად ან ნორმად აღიქმება („ყველა კაცი ღალატობს“) - ქცევა მეტად მოსალოდნელია.

ხელმისაწვდომობა და ცდუნება

  • სოც. მედია, მიმოწერები, სწრაფი ფლირტი - ტვინს მუდმივად აწვდის სექსუალურ სტიმულებს.
  • „შემთხვევითი შესაძლებლობების“ რაოდენობა გაიზარდა - ხოლო შინაგანი ბარიერები დასუსტდა.

 

 და მაინც, როგორ აფასებს საზოგადოება მოღალატე ადამიანს? საზოგადოება მოღალატე ადამიანს მრავალმხრივად და არაერთგვაროვნად აფასებს, და ეს დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე: კულტურაზე, სქესზე, სოციალურ სტატუსზე, ღირებულებით ნორმებზე და მედიის გავლენაზეც. მოდი, დეტალურად გავაანალიზოთ, როგორ აღიქმება მოღალატე:

1. მორალური შეფასება: ღალატი როგორც ღირებულების დარღვევა

ბევრი კულტურისთვის ღალატი არის:

  • ერთგულების, ღირსების და პასუხისმგებლობის შერყვნა;
  • ოჯახის, ზნეობის და პატიოსნების საფრთხე.

საზოგადოებრივი განწყობა:

"ღალატს მორალი არ აქვს", "ვისაც უღალატია ერთხელ, გაუმეორებს კიდეც" "ღალატი - სუსტების გზაა"

 

 2. სქესობრივი ასიმეტრია.

 მამაკაცს ხშირად აღიქვამენ:

  • როგორც მოულოდნელ ცდუნებაზე წამებულს;
  • ზოგჯერ კი „მამაკაცის ბუნებასთან“ აიგივებენ ("მამაკაცი ხომ ასეთია").

შესაძლებელია საზოგადოებრივი გამართლება ან რბილი კრიტიკა.

ქალი მოღალატე:

  • ხშირად აღიქმება როგორც „საოჯახო ღირებულებების დამანგრეველი“;
  • მის მიმართ მეტი სოციალური გაკიცხვა და ბეჭდის დადება ხდება.

ქალის ღალატს ხშირად ექვემდებარება მკაცრი ეთიკური და ემოციური უარყოფა.

 

3. ფსიქოლოგიზებული შეფასება

ზოგიერთი ადამიანი ცდილობს მოღალატეს ფსიქოლოგიური კუთხით უყუროს:

  • „მარტო ერთი არ ღალატობს - ურთიერთობაში რაღაც იყო დარღვეული“;
  • „შეიძლება თავს მარტოსულად გრძნობდა“;
  • „ცხოვრებამ მიიყვანა იქამდე“.

 ეს მიდგომა არ ამართლებს ღალატს, მაგრამ ცდილობს განმარტოს - ხშირად თანამედროვე, განათლებულ და ფსიქოლოგიურად მგრძნობიარე წრეებში.

 

4.   მოღალატე საზოგადოებრივ როლში

  • პუბლიკური ადამიანები (მსახიობები, პოლიტიკოსები) მოღალატის როლში ხდებიან სასამართლოსავით საზოგადოების ყურადღების ობიექტი. მათ შეიძლება „გაუსწორდნენ“ მედია, სოც. ქსელები, ცილისწამება. ან - „ადამიანიცაა და შეეშალა“ - ამართლებენ, თუ საზოგადოებრივი სიმპათია დიდია.

5.    ზოგადი მორალური დილემა: ამართლებენ თუ არა ღალატს?

მოკლედ:

ტრადიციული საზოგადოება - ღალატი = ზნეობრივი დაცემა
პროგრესული ან ინდივიდუალისტური საზოგადოება - ღალატი = პირადი გადაწყვეტილება, რომლის მიზეზები გასაგებია, მაგრამ მაინც საზიანო

ფსიქოთერაპიული წრეები - ღალატი = ურთიერთობის სიმპტომი, რომელიც არ გამორიცხავს იმ ადამიანის სიღრმისეულ ანალიზს, ვინც უღალატა

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ საზოგადოება მოღალატეს უმეტესად აკრიტიკებს, მაგრამ კრიტიკის ინტენსივობა და ხასიათი განსხვავდება:

 

ფაქტორი

გავლენა

სქესი

ქალზე უფრო მკაცრი რეაქცია;

სტატუსი

ცნობილი პირები უფრო საჯაროდ განიხილებიან;

კულტურა

კონსერვატიული საზოგადოება - მკაცრი გაკიცხვა;

განათლება / ფსიქ. განვითარება

მეტმა ცნობიერებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტიც გაქანება: „მაინც რატომ უღალატა?“

 

 

No comments:

Post a Comment

ადამიანი იბადება უსუსური, რათა ისწავლოს სიყვარული და თანაგრძნობა

  ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაკარგულა საკუთარ ქაოსში და თავის ძიების პროცესში უმწეობა თუ უსუსურობა უგრძვნია. ყოფილა მომენტები, ...