განათლება

Showing posts with label პოეზია. Show all posts
Showing posts with label პოეზია. Show all posts

Sunday, 1 February 2026

ინდიფერენტულობა

            მე მოვკვდი,

კი არ გარდავიცვალე

თავიდან უნდა შევძლო ადგომა...

მე მოვკვდი, განა გარდავიცვალე,


უნდა ვისწავლო მკვდრეთით აღდგომა.

მე მოვკვდი,

განა როგორც კვდებიან,

ყოველდღიურად ჩვენს ირგვლივ ხალხი,

მე მოვკვდი განა ვინმემ შეიტყო,

განა აცვიათ ჩემს გამო თალხი?

მე მოვკვდი,

იცი? მაინც სხვაგვარად

ყოველდღიურად ვკვდები თანდათან

მე მოვკვდი, განა გარდავიცვალე

თუმცა არ ტირის ვინმე ხმამაღლა.

გარდაცვალება არ ითქმის ჩემზე

რადგან ცვლილება ძალზე დიდი,

მე მოვკვდი განა ვინმეს აღელვებს?

მე მოვკვდი, თუმცა ყველას ჰკიდია.

 

                                          2022

Friday, 30 January 2026

ამაობა

 



ამ წუთისოფლი ამაოებას

ვეღარ ვუპოვე თავი და ბოლო,

ვინ იცის, იქნებ უკვე ვიცეკვე

ჩემი პარტიის მთავარი სოლო.

 

ზოგჯერ მაოცებს ხიბლი სამყაროს

ზოგჯერ თავს ვებრძვი მე მეომება,

რამდენჯერ უნდა ვცადო ხელახლა

მაინც გამოდის ამაოება.

 

                                                          2024

ქალს...

 





მაპატიე,

ამ სიტყვების ნუთუ გესმის არსი?

რა დრო დადგა, გაოცდები,

შენც კი გახდი უცებ ფარსი.

ჩემი გული შენთვის ფეთქავს

მას ვერ შეცვლის შხამის თასიც

ერთადერთი შენ ხარ ქალი,

განა ერთში?

არა, ასშიც!

 

 

                                     2012



საუკუნემ მოიტანა

 

         


 მანამ ახსოვხარ სანამ სჭირდები

ნუთუ ეს მართლა ძველი სენია,

თუ ვერ ივიწყებ იმ ძველ იარებს

ნუ შეეცდები, მაინც შენია.

 

თუ გაგიმეტეს არ გაგიკვირდეს

ყორღანაშვილი ყივის გენებში,

უკვე რამდენი ძმამ ძა გაყიდა,

გამოიცალა სისხლით ვენები.

 

ზოგჯერ ფიქრობ , რომ არ შეგიძლია

ესეც გახსოვდეს კაცთა წესია,

ოდეს  ცოტათი წაიფორხილებ

ჯვარზე გაკრავენ, როგორც მესიას.

 

და თუ შეძელი ფეხზე დადექი

უმალ გაჩნდება მტერიც, მოყვარეც,

მაშინ იცოდე ყველა გიპოვის

და შეიქმნები ყველას მოვალე.

 

იღიმი, ზოგჯერ ესეც გაფიქრებს

ტირი და ხვდები ედეც სენია,

როგორიცა ხარ არ შეიცვლები

ავიც და კარგიც შენი, შენია!

 

                                                       2003

მეგობრობის თავშესაფარი

 

მოდი წამომყევი ტყეში იმ ძველ ქოხში,

სადაც ფიქრები და სევდა შევინახეთ,

იქვე ჩამოვჯდები კუთხის ბნელ კუნჭულში

თუკი შეგიძლია ერთიც შემინახე.

 

მოდი მომისმინე ამ ერთხელაც

იქნებ ამის მერე აღარ დაგაბნიო.

ფიქრთან ბრძოლის თავი უკვე აღარ მქონდეს,

ქოხის სიმყუდროვე აღარ დავარღვიო.

 

                                                      2022

უცნობი ქალი

 

ქალს, რომელსაც გზაზე ვხვდები ყოველ დილით,

ვატყობ მკერდი თანდათან, რომ ევსება,

ვაკვირდები როგორ ურცხვად იმზირება

თითქოს უნდა მეტი ვნებით შევსება.

 

თმას ისწორებს, გულიანად იღიმება,

ღილს შეიხსნის საკინძესთან კიდევ ერთს,

გვერდს ჩამივლის კაბის ბოლო შემეხება

მაგრძნობინებს ნუ შესცოდავ კიდევ ღმერთს.

 

მეც ამაყად გადავხედავ, თვალს შევავლებ,

საკინძედან ამოხეთქილ მკერდის ღარს,

გონებაში გავიფიქრებ, მადლი უფალს,

ნეკნისაგან რომ შეუქმნა ქალი კაცს.

იმედგაცრუება

 




გული ამიტირეს

გრძნობა დამიცინეს

სული გამიხლიჩეს ორად.

რაც კი ქვეყანაზე ასე მხიბლავდა

უცებ გადაიქცა მძორად!

ნეტავ, რატომ არის ასე მიმზიდველი

შენი გამოხედვა, მზერა

ერთხელ შემომხედე დამატყვევე

ვეღარ დაგივიწყე ვერა.

მაგრამ მალე, ვიცი გადაივლის

წყენა, წუხილი და დარდი,

წუხელ რომ მესიზმრა იმ ანგელოზს

ოი, რა საოცრად გავდი.

ხელი გაგიწოდე, ზურგი შემაქციე

გვერდით ჩამიარე, შეცბი,

ისევ გამიკვირდა ჩემი თავის

უკვე მერამდენედ შევცდი.

 

                                 2009

განთიადის მოლოდინში

 

„თითქოს ვითვლი უკანასკნელ დღეებს

წამში უნდა ამითვალონ წლები,

თითქოს უფრო მომეძალა სევდა

მომავლისკენ  ჩაიხერგა გზები.

ათასნაირ გამოსავალს ვეძებ

ვიბრძვი, ვცდილობ არ ამებნას თავგზა

უცხო ქუჩას მივუყვები დილით

ცას ასკდება მზე სისხლისფერ ანძად.

არის რაღაც უთქმელი და ჩუმი

ვიღაც მიდი კვალს გიტოვებს გულში

განცდა ჩნდება უასფუძვლო შიშის

თითქოს ხელებს გიფათურებს სულში.

გზას მივყვები გაუკვალავს მარტო

აგერ უკვე ოთხ ათეულს ვითვლი

ზოგი მხვდება პირმცინარი ლაღი

ზოგიც ბრაზის ნაპერწკალსაც ისვრის.

უცნაური შეგრძნებაა მართლაც,

სადღაც მაინც შევჩერდები წამით

თუ ოდესმე გაგიფრინდე ცხადში,

დამელოდე სიზმრად მოვალ ღამით“

                                                                            2024

Tuesday, 20 January 2026

დამლაგებელი

 



ვალაგებ, მთელი ცხოვრება

მეგობრის, მეზობლის,

ახლობლის ცხოვრებას.

ვალაგებ ფიქრებს, აზრებს

ტანსაცმელს, წიგნებს,

საკუთარ კარადას, ყოველდღე...

ვალგებ მოსწავლის, გამვლელის

ნაცნობის, უცნობის,

მოსმენილს, გაგონილ ცხოვრებას.

ვალაგებ საცვლებს, წინდებს

ახალს თუ ნახმარს.

ვალაგებ ფიქრებს

ზოგს ჩუმად ვმარხავ...

ვალაგებ ჩუმად

ნელა თუ ჩქარა,

ვალაგებ იმას, რაც არც კი მკმარა.

ვალაგებ ოთახს

არეულს აშლილს

ვალაგებ დღისით

ღამით წყვდიადში

თავი მაგონებს დაღლილ მთვარეულს.

ვალაგებ, ვურევ

ვაწყობ და ვკეცავ

წლებს შორს გაფრენილს

უთქმელს და მძიმეს

წარსულის ფიქრში

მომავლის ხედვით,

აწმყოზე ფიქრით ვილაგებ ფერხთით.

ვალაგებ მუდამ, ვერ ვხვდები რატომ

ან ვინ არია რასაც ვალაგებ,

რაც თავი მახსოვს მუდამ ვცდილობ და

ჩემი ცხოვრება ვერ დავალაგე.

                                                               01.06. 2024

სახლში უნდა დავბრუნდე

             ზღვა ყოველთვის ბრუნდება ნაპირთან, თუნდაც ათასჯერ უკუაგდოს კლდემ. ისიც ასე იყო გაგრიდან წამოსული, ზღვისფერი და ზღვისნაირი. მაშ...