განათლება

Tuesday, 20 January 2026

კლასგარეშე აქტივობების როლი მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციაში

    XXI საუკუნის საგანმანათლებლო სივრცეში არავინ საუბრობს  მოსწავლის წარმატებაზე, მხოლოდ  მხოლოდ აკადემიური ნიშნების მიხედვით.  თანამედროვე და რეალური განათლება გულისხმობს პიროვნულ ზრდას, კრიტიკულ აზროვნებასა და იმ უნარების განვითარებას, რომლებიც მოსწავლეს სოციუმში ინტეგრაციაში ეხმარება.  ამ პროცესში კი კლასგარეშე აქტივობები გადამწყვეტ როლს ასრულებს. მოსწავლეებისთვის კლასგარეშე აქტივობები ხშირად ფორმალური სწავლების ბარიერების მოხსნასთან ასოცირდება და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირების საშუალებად გადაიქცევა. სწორედ კლასგარეშე აქტივობები აქცევს სკოლას ცოცხალ, შემოქმედებით გარემოდ და მოსწავლეს პასიური მსმენელიდან აქტიურ შემოქმედად გარდაქმნიან.

საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით კლასგარეშე აქტივობების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლე ფორმირდეს, როგორც სრულფასოვანი და საზოგადოების ღირსეული წევრი.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ აქტივობას, რომელთა განხორცილებასაც მოსწავლეთა ქცევითი, ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარება მოჰყვა.

სწავლა ფილმებით.

მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ხშირად ვიზუალურად უკეთესად აღიქვამს მოვლენებს. ამიტომ ფილმების ჩვენება (ეს იქნება დოკუმენტური თუ მხატვრული) მოტივაციისა და ჩართულობის მიზნით არაერთი მოსწავლისთვის იქცა სწავლის ინსპირაცია. კლასგარეშე ფორმატში ფილმების გამოყენება სწავლების პროცესს მრავალფეროვანს ხდის. აქ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა დიდი ყურადღება მიაქციოს ჟანრობრივ დაყოფას:

  • მხატვრული ფილმები: ეხმარება მოსწავლეებს ემპათიის განვითარებაში, ეპოქის სულისკვეთების აღქმასა და მორალური დილემების გაანალიზებაში. მხატვრული სახეებით სწავლა უფრო ემოციური და დასამახსოვრებელია.
  • დოკუმენტური ფილმები: ორიენტირებულია ფაქტობრივ სიზუსტეზე, კრიტიკულ ანალიზსა და რეალური მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვაზე. ეს ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას.

ფილმების ჩვენებას ყველთვის თან სდევს დისკუსია. სადაც მოსწავლეები ნანახ და განცდილ ემოციებთან ერთად, საკუთარ დამოკიდებულებებს ამჟღავნებენ მოვლენის ან პერსონაჟის მიმართ. ასეთ დროს კი ალბათ ყველას ბანდურას თეორია გაგვახსენდება, სადაც მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით, არამედ სხვებზე დაკვირვებითა და მათი ქცევის იმიტაციით. შედეგად კი გარდა კრიტიკული აზროვნების განვითარების და თანამშრომლობითი სწავლებისა გავააქტიურებთ ფსიქო ემოციური სწავლების მიმართულებასაც. ამასთანავე მოსწავლეები სწავლობენ:

1.    დაკვირვებას რაც ეხმარება მათ კონცენტრაციაში და მათთვის სასურველი მოდელის შექმნაში. (ყურადღება)

2.    ნანახი ინფორმაცია უნდა დაიმახსოვრონ და გონებაში შევინახოთ, რაც ხანგრძლივი მეხსიერების გამომუშავებას უწყობს ხელს. (შენარჩუნება)

3.    შესაძლოა რომელიმე მოსწავლეს დასწავლილი ქცევის ფიზიკურად გამეორების უნარი. (რეპროდუქცია)

4.    ზოგიერთ მოსწავლეს უჩნდება სტიმული ან მიზეზი იმისათვის, რომ ნანახი ქცევა თავადაც განახორციელოს. (მოტივაცია)

 

პროექტული სწავლება

 პროექტული სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია ჩართულობის გასაზრდელად. ერთ-ერთი მაგალითია ისტორიულ თემებზე მუშაობა, სადაც მოსწავლეები ჯგუფებად ამზადებდნენ მცირე კვლევებს, ვიზუალურ მასალას და იღებენ ფილმებს, ან გეგმავენ კოსტიუმირებულ კარნავალს.

პროექტული სწავლების დაგეგმვა ყოველთვის უმჯობესია მოსწავლეებთან ერთად. მოსწავლეებში გაჩნდა იდეა  თვითონ გადაეღოთ ფილმი ნიკო ნიკოლაძის შესახებ, სახელწოდებით „დაკარგული სახის დაბრუნება“     და სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე მოეწყოთ კოსტიუმირებული მეჯლისი სახელწოდებოთ „Hollywood” - ი

რა შედეგს აძლევს ეს აქტივობები მოსწავლეებს?

  • როლების მორგებითა და კოსტიუმების შერჩევით, მოსწავლეები "გადადიან" ეპოქაში. ეს ეხმარებათ პერსონაჟის, როგორც რეალური პიროვნების და არა მხოლოდ სახელმძღვანელოს პერსონაჟის გაცნობიერებაში. (ემპათია და ისტორიული გააზრება)
  • სცენარის დაწერა მოითხოვს წყაროების დამუშავებას, ფაქტების გადამოწმებასა და ისტორიული კონტექსტის სიღრმისეულ შესწავლას. (კვლევითი უნარები)
  • როლების განაწილება, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება და საერთო მიზნისკენ სწრაფვა ავითარებს თანამშრომლობის კულტურას. (სოციალური და გუნდური უნარები)
  • მოსწავლეები ხდებიან ავტორები, მსახიობები, რეჟისორები, რაც ზრდის მათ თვითშეფასებას და მოტივაციას. (შემოქმედებითი თვითრეალიზაცია)

პროექტული სწავლება არაერთი განათლების ფსიქოლოგის თეორიის დანერგვას უწყობს ხელს. კონკრეტულად ზემოთ აღწერილი ფილმის გადაღება რამდენიმე ფუნდამენტურ საგანმანათლებლო თეორიას ეყრდნობა:

ü მოსწავლე ინფორმაციას კი არ იმახსოვრებს, არამედ თავად "აშენებს" ცოდნას. ფილმის გადაღებისას ან კოსტიუმირებული მეჟლისის ორგანიზებისას ისინი აქტიურად ქმნიან საკუთარ წარმოდგენას შერჩეულ პერსონაჟზე.. ვიგოტსკის "სოციალური კონსტრუქტივიზმი" აქ წამყვანია, რადგან სწავლა მასწავლებლებთან და თანატოლებთან ურთიერთქმედებით ხდება. (კონსტრუქტივიზმი, ჟან პიაჟე და ლევ ვიგოტსკი)

სწავლა არის პროცესი, სადაც ცოდნა იქმნება გამოცდილების ტრანსფორმაციით. მოსწავლეები არა მხოლოდ კითხულობენ ისტორიას, არამედ მონაწილეობენ, აანალიზებენ და შემდეგ ქმნიან პროდუქტს (ფილმს). (ექსპერიმენტული/გამოცდილებითი სწავლება, დევიდ კოლბი)

მოსწავლეები, როდესაც ირგებენ როლებს და ცდილობენ განასახიერონ პერსონაჟები, ეწევიან ქცევით მოდელირებას. ისინი აკვირდებიან ისტორიულ მოდელს (მაგ. ნიკოლაძეს) და ცდილობენ მისი თვისებების, მეტყველებისა და ქცევის რეპროდუქციას. (სოციალური დასწავლის თეორია, ალბერტ ბანდურა)

პროექტები საშუალებას აძლევს სხვადასხვა ტიპის ინტელექტის მქონე ბავშვებს გამოჩნდნენ:

ü  ლინგვისტური: ვინც სცენარს წერს, საუბრობს ფრანგულად, ინგლისურად...

ü  სხეულებრივ-კინესთეტიკური: ვინც როლს ასრულებს.

ü  ვიზუალურ-სივრცითი: ვინც კოსტიუმებსა და შესაბამის გარემოს ქმნის.

კლუბი ისტორიული ჰორიზონტების საზოგადოება

კლუბური მუშაობა თანამედროვე სკოლაში ის სივრცეა, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ უნარებთან ერთიანდება. კლუბიისტორიული ჰორიზონტების საზოგადოებაარა მხოლოდ აერთიანებს ისტორიით დაინტერესებულ მოსწავლეებს, არამედ ფუნდამენტურად ცვლის საგნისადმი დამოკიდებულებას რამდენიმე მიმართულებით:

  • კრიტიკული აზროვნება და წყაროებზე მუშაობა: კლუბის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ არა მზა კონსპექტებს, არამედ მუშაობენ პირველწყაროებზეარქივებზე, წერილებზე, ძველ ფოტოებსა და არტეფაქტებზე. ეს მათ ეხმარება გააცნობიერონ, რომ ისტორია არ არის მხოლოდ ერთიჭეშმარიტება“, არამედ ინტერპრეტაციებისა და მტკიცებულებების ერთობლიობაა.
  • ლოკალური ისტორიის კვლევა: კლუბის წევრები ხშირად იკვლევენ საკუთარი სკოლის, უბნის ან ქალაქის წარსულს. როდესაც მოსწავლე ინტერვიუს იღებსცოცხალ ისტორიასთან“ (უხუცესებთან) ან იკვლევს ადგილობრივ ძეგლს, ისტორია მისთვის აბსტრაქტული ცნებიდან პირადულ გამოცდილებად იქცევა.
  • სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება: ისტორიული მოვლენების ანალიზით მოსწავლეები უკეთ იგებენ თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს. კლუბი ხდება ადგილი, სადაც წარსულის შეცდომებსა თუ წარმატებებზე მსჯელობით ყალიბდება პასუხისმგებლიანი მოქალაქე.
  • საჯარო გამოსვლები და დებატები:ისტორიული ჰორიზონტების საზოგადოებახშირად მართავს შიდასასკოლო კონფერენციებს, სადაც მოსწავლეები იცავენ თავიანთ ნაშრომებს. ეს უვითარებს მათ არგუმენტირებული მსჯელობისა და აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიშის დაძლევის უნარს.

რეალური სასკოლო გამოცდილება ცხადყოფს, რომ კლასგარეშე აქტივობები სწავლების გაგრძელებაა სხვა ფორმით. სხვადასხვა შემოქმედებითი პროცესები ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მოსწავლე მოტივირებულია და სწავლას პირად მნიშვნელობას ანიჭებს. სკოლა, რომელიც მოსწავლეს სთავაზობს ასეთ გამოცდილებას, აყალიბებს არა მხოლოდ მცოდნე, არამედ მოაზროვნე და პასუხისმგებლიან თაობას.

 

 

No comments:

Post a Comment

ადამიანი იბადება უსუსური, რათა ისწავლოს სიყვარული და თანაგრძნობა

  ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაკარგულა საკუთარ ქაოსში და თავის ძიების პროცესში უმწეობა თუ უსუსურობა უგრძვნია. ყოფილა მომენტები, ...