განათლება

Sunday, 1 February 2026

ინდიფერენტულობა

            მე მოვკვდი,

კი არ გარდავიცვალე

თავიდან უნდა შევძლო ადგომა...

მე მოვკვდი, განა გარდავიცვალე,


უნდა ვისწავლო მკვდრეთით აღდგომა.

მე მოვკვდი,

განა როგორც კვდებიან,

ყოველდღიურად ჩვენს ირგვლივ ხალხი,

მე მოვკვდი განა ვინმემ შეიტყო,

განა აცვიათ ჩემს გამო თალხი?

მე მოვკვდი,

იცი? მაინც სხვაგვარად

ყოველდღიურად ვკვდები თანდათან

მე მოვკვდი, განა გარდავიცვალე

თუმცა არ ტირის ვინმე ხმამაღლა.

გარდაცვალება არ ითქმის ჩემზე

რადგან ცვლილება ძალზე დიდი,

მე მოვკვდი განა ვინმეს აღელვებს?

მე მოვკვდი, თუმცა ყველას ჰკიდია.

 

                                          2022

No comments:

Post a Comment

მიწისქვეშა სუნთქვა

  აქ ნესტის ,  გახურებული ლითონის , მტვრისა და ძველი ელექტროობის სპეციფიკური სუნი პირველივე საფეხურზე გეგებება . ეს მიწისქვეშეთის...