მაპატიე,
ამ
სიტყვების ნუთუ გესმის არსი?
რა
დრო დადგა, გაოცდები,
შენც
კი გახდი უცებ ფარსი.
ჩემი
გული შენთვის ფეთქავს
მას
ვერ შეცვლის შხამის თასიც
ერთადერთი
შენ ხარ ქალი,
განა
ერთში?
არა,
ასშიც!
2012
მაპატიე,
ამ
სიტყვების ნუთუ გესმის არსი?
რა
დრო დადგა, გაოცდები,
შენც
კი გახდი უცებ ფარსი.
ჩემი
გული შენთვის ფეთქავს
მას
ვერ შეცვლის შხამის თასიც
ერთადერთი
შენ ხარ ქალი,
განა
ერთში?
არა,
ასშიც!
2012
რამდენი ხანია ბოლთას
სცემდა ჩრდილი ოთახში. მოუსვენრობა და სულიერი შფოთი არ აძლევდა დაჯდომის საშუალებას.
თითქოს ყველა მოძრაობის დროს ჩრდილი უფროდაუფრო პატარავდებოდა. ბოლოს ერთი ციცქნა წერტილის
ოდენა გახდა და მძიმე სუნთქვით მაგიდის კუთხეში ჩამოჯდა.
ოთახში ჰაერი დამძიმდა.
დაჯდომისთანავე შფოთვამ იმატა და თითების უნებლიე
თამაში მაგიდის კიდეზე კიდევ უფრო ამძაფრებდა უმიზეზო მოლოდინს. განცდა იმისა, რომ რაღაც გარდაუვალი უნდა მოხდეს უფრო უახლოვდებოდა
დაპატარავებულ ჩრდილს. მერე ეს შფოთვა სქელ,
ნაცრისფერ ნისლში გადაიზარდა. ეს არ იყო უბრალო სევდა, ესიყო ყრუ სიჩუმე, როცა
საკუთარი გულისცემაც კი ზედმეტ ხმაურად გეჩვენება.
და ამ სიჩუმეში სხეულში
ნელნელა იღვრებოდა გაორება. ერთი მე - სარკეში დარჩენილი, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობდა
ღიმილის იმიტაციას, და მეორე მე - რომელიც ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებს და ზიზღით
იბზუებს ტუჩს. მასთან ერთად გაჩენილი შეკითხვები კიდევ უფრო აფიქრებინებდა ჩრდილს დამალვის
აუცილებლობაზე. “ვინ ვარ?” “რას ვაკეთებ?” “რა მინდა სინამდვილეში?” ყვიროდა ერთი მე
და მეორე მეს ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა. ამ დროს კი სარკეში მხოლოდ დაშვებული
შეცდომები ირეკლებოდა; ყოველი არასწორი ნაბიჯი ახლა გიგანტურ ჩრდილად ქცეულიყო და კედლებზე
დაცოცავდა.
ნეტავ უკან დაბრუნების
შესაძლებლობა მომცა, ამბობდა მეორე მე. მაინც იგივეს გავაკეთებდი, ჩაიხითხითა პირველმა.
ამასობაში უკან მოხედვის შიშიც შემაძრწუნებელი გახდა მეორე მე უკვე დაეჭვდა, რომ თუ
შემობრუნდებოდა, იქ მხოლოდ ნანგრევებს დაინახავდა, ამიტომაც წინ ყურების შესაძლებლობაში
გაუჩნდა გადარჩენის ნაპერწკალი, სადაც სინამდვილეში არაფერი იყო.
ამასობაში გაიღვიძა გაუცნობიერებელმა
ლტოლვამ - სურვილმა იმისა, რაც არასდროს ჰქონია, ან რაც სამუდამოდ დაკარგა. სურვილისა
და შიშის შეჯახებამ კიდევ მეტად აფიქრებინა ჩრდილს ადამიანური უსუსურობა და დააკარგვინა
ორ მესთან ჭიდილის მოტივაცია.
და ბოლოს ორივე მე დაიღალა
გაუთავებელი ბრძოლით. არაობიექტურ მოცემულობასთან შეგუება დადგა დღის წესრიგში. ორივე
მემ დაიჯერა, რომ ეს დამახინჯებული რეალობა
ერთადერთია, რაც გააჩნდა. ეს იყო სულიერი კონფორმიზმი - საკუთარ თავთან დადებული სამარცხვინო
ზავი, როცა კომფორტს პოულობ იქ, სადაც სინამდვილეში სული გეხუთება.
ცარიელი ოთახში, სარკეში გაყინული უცხო ადამიანის ჩრდილს
და სიჩუმეს მოძრაობა შეეწყვიტა.
ნუთუ
ეს მართლა ძველი სენია,
თუ
ვერ ივიწყებ იმ ძველ იარებს
ნუ
შეეცდები, მაინც შენია.
თუ
გაგიმეტეს არ გაგიკვირდეს
ყორღანაშვილი
ყივის გენებში,
უკვე
რამდენი ძმამ ძა გაყიდა,
გამოიცალა
სისხლით ვენები.
ზოგჯერ
ფიქრობ , რომ არ შეგიძლია
ესეც
გახსოვდეს კაცთა წესია,
ოდეს ცოტათი წაიფორხილებ
ჯვარზე
გაკრავენ, როგორც მესიას.
და
თუ შეძელი ფეხზე დადექი
უმალ
გაჩნდება მტერიც, მოყვარეც,
მაშინ
იცოდე ყველა გიპოვის
და
შეიქმნები ყველას მოვალე.
იღიმი,
ზოგჯერ ესეც გაფიქრებს
ტირი
და ხვდები ედეც სენია,
როგორიცა
ხარ არ შეიცვლები
ავიც
და კარგიც შენი, შენია!
2003
მოდი
წამომყევი ტყეში იმ ძველ ქოხში,
სადაც
ფიქრები და სევდა შევინახეთ,
იქვე
ჩამოვჯდები კუთხის ბნელ კუნჭულში
თუკი
შეგიძლია ერთიც შემინახე.
მოდი
მომისმინე ამ ერთხელაც
იქნებ
ამის მერე აღარ დაგაბნიო.
ფიქრთან
ბრძოლის თავი უკვე აღარ მქონდეს,
ქოხის
სიმყუდროვე აღარ დავარღვიო.
2022
ქალს,
რომელსაც გზაზე ვხვდები ყოველ დილით,
ვატყობ
მკერდი თანდათან, რომ ევსება,
ვაკვირდები
როგორ ურცხვად იმზირება
თითქოს
უნდა მეტი ვნებით შევსება.
თმას
ისწორებს, გულიანად იღიმება,
ღილს
შეიხსნის საკინძესთან კიდევ ერთს,
გვერდს
ჩამივლის კაბის ბოლო შემეხება
მაგრძნობინებს
ნუ შესცოდავ კიდევ ღმერთს.
მეც
ამაყად გადავხედავ, თვალს შევავლებ,
საკინძედან
ამოხეთქილ მკერდის ღარს,
გონებაში
გავიფიქრებ, მადლი უფალს,
ნეკნისაგან
რომ შეუქმნა ქალი კაცს.
გული ამიტირეს
გრძნობა დამიცინეს
სული გამიხლიჩეს ორად.
რაც კი ქვეყანაზე ასე მხიბლავდა
უცებ გადაიქცა მძორად!
ნეტავ, რატომ არის ასე მიმზიდველი
შენი გამოხედვა, მზერა
ერთხელ შემომხედე დამატყვევე
ვეღარ დაგივიწყე ვერა.
მაგრამ მალე, ვიცი გადაივლის
წყენა, წუხილი და დარდი,
წუხელ რომ მესიზმრა იმ ანგელოზს
ოი, რა საოცრად გავდი.
ხელი გაგიწოდე, ზურგი შემაქციე
გვერდით ჩამიარე, შეცბი,
ისევ გამიკვირდა ჩემი თავის
უკვე მერამდენედ შევცდი.
2009
„თითქოს ვითვლი უკანასკნელ დღეებს
წამში უნდა ამითვალონ წლები,
თითქოს უფრო მომეძალა სევდა
მომავლისკენ
ჩაიხერგა გზები.
ათასნაირ გამოსავალს ვეძებ
ვიბრძვი, ვცდილობ არ ამებნას თავგზა
უცხო ქუჩას მივუყვები დილით
ცას ასკდება მზე სისხლისფერ ანძად.
არის რაღაც უთქმელი და ჩუმი
ვიღაც მიდი კვალს გიტოვებს გულში
განცდა ჩნდება უასფუძვლო შიშის
თითქოს ხელებს გიფათურებს სულში.
გზას მივყვები გაუკვალავს მარტო
აგერ უკვე ოთხ ათეულს ვითვლი
ზოგი მხვდება პირმცინარი ლაღი
ზოგიც ბრაზის ნაპერწკალსაც ისვრის.
უცნაური შეგრძნებაა მართლაც,
სადღაც მაინც შევჩერდები წამით
თუ ოდესმე გაგიფრინდე ცხადში,
დამელოდე სიზმრად მოვალ ღამით“
2024
თავი 1 ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სავსე მთვარე ღრუბლებში დამალვას ცდილობდა. ღამის წყვდი...